ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში უკრაინელი სამხედროების ფრონტის პოზიციებზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს უკრაინელი სამხედროების ფრონტის პოზიციებს ეწვია და ქვეყნის დამცველებს გაესაუბრა.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზელენსკი შესაბამისი ქვედანაყოფების პასუხისმგებლობის ზონაში ოპერატიულ ვითარებას გაეცნო და სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები და ძვირფასი საჩუქრები გადასცა.


"მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს გაწეული სამსახურისთვის. თქვენ რისკავთ თქვენს სიცოცხლეს ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის. მადლობა, რომ იცავთ უკრაინის დამოუკიდებლობას. გაუფრთხილდით საკუთარ თავს!", - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.


























