უკრაინის გენშტაბი - სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება

უკრაინის გენშტაბი - სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება. ამის შესახებ დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

„არტილერიის გამოყენებით რუსულმა ძალებმა განახორციელეს თავდასხმითი ოპერაციები ქალაქ სევეროდონეცკის მიდამოებში“, - ნათქვამია გენშტაბის მიერ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმების განხორციელების საფრთხე კვლავ რჩება.