მედიის ინფორმაციით, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა ეკლესიამ უკრაინაში რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა მართლმადიდებელურმა ეკლესიამ უკრაინაში რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
"ჩვენ, ომთან დაკავშირებით მოსკოვის პატრიარქ კირილეს პოზიციას არ ვეთანხმებით. საბჭო გმობს ომს, როგორც ღვთის მცნების დარღვევას - "არა კაც კლა!" და თანაგრძნობას უცხადებს ყველას, ვინც ომში დაზარალდა", - ნათქვამია საბჭოს სხდომის შემდეგ, ეკლესიის განცხადებაში, რომელიც რუსეთის აგრესიაზე იყო ფოკუსირებული, სადაც უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთისგან სრული ავტონომია გამოაცხადა.

























