მედია - თურქეთთან მოლაპარაკებები შვედეთისა და ფინეთის შესახებ პროგრესის გარეშე შეწყდა

მედია - თურქეთთან მოლაპარაკებები შვედეთისა და ფინეთის შესახებ პროგრესის გარეშე შეწყდა

მოლაპარაკებები, რომლებიც მიმართულია თურქეთის წინააღმდეგობის დასაძლევად ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, დღეს პროგრესის მიღწევის გარეშე შეწყდა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

მედიასაშუალების მიხედვით, თურქმა მაღალი რანგის თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში ქვეყნებს შორის წინსვლა არ არის და განაცხადა, რომ ეს არ არის იოლი პროცესი.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ მომდევნო შეხვედრის თარიღი არ დასახელებულა.

ცნობისთვის, ნატოს 30-ვე წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს ორივე ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. თურქეთმა კი ამასთან დაკავშირებით უარი განაცხადა, რადგან ორივე ქვეყანა „ქურთისტანის მუშათა პარტიის" მფარველობაში დაადანაშაულა, რასაც შვედეთი და ფინეთი უარყოფენ.