დმიტრო კულებას განცხადებით, ენტონი ბლინკენთან აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გაგზავნასა და სურსათის ექსპორტის საკითხზე ისაუბრა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის პირველი დიპლომატი "ტვიტერის" გვერდზე წერს.
მისივე თქმით, აღნიშნული სატელეფონო საუბრის მთავარი თემა აშშ-ის მიერ დახმარების სახით უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გაგზავნა და უკრაინის სურსათის ექსპორტი იყო.
"ვესაუბრე სახელმწიფო მდივან ბლინკენს. უკრაინისთვის, აშშ-სა და გლობალური მდგრადი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მე მის პირად ძალისხმევას ვაფასებ. მძიმე შეიარაღება ჩვენს დღის წესრიგშია და კიდევ უფრო მეტი გველოდება. უკრაინა და ამერიკა, მიუხედავად რუსეთის დაუფიქრებელი ბლოკადისა, მუშაობენ, რათა ჩვენი სურსათის ექსპორტი უზრუნველყონ", - წერს კულება.

























