ვლადიმერ პუტინი მსოფლიოსთვის სურსათის მიწოდების კუთხით შექმნილ პრობლემაში რუსეთის ბრალეულობას უარყოფს

ვლადიმერ პუტინი მსოფლიოსთვის სურსათის მიწოდების კუთხით შექმნილ პრობლემაში რუსეთის ბრალეულობას უარყოფს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინა რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების საბოტაჟში დაადანაშაულა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, აღნიშნული კომენტარი გაკეთდა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან 45 წუთიანი სატელეფონო საუბრისას.

აღნიშნული სატელეფონო საუბრისას, პუტინი უარყოფდა, რომ მისი ქვეყნის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირების გამო პრობლემა ექმნება მთელ მსოფლიოს სურსათის მიწოდების კუთხით. მან ერთ-ერთ მიზეზად ამერიკისა და ევროკავშირის სანქციები დაასახელა.

ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ პუტინთან საუბარი იყო დაძაბული და სერიოზული, რომელიც ეხებოდა საკითხს, არის თუ არა შესაძლებელი პოტენციური გადაწყვეტილების მიღება უკრაინასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის უკრაინასთან დაპატიმრებულების საკითხი განიხილოს.