მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი მოელის, რომ შვედეთი და ფინეთი შეაჩერებენ ტერორიზმის მიმართ მხარდაჭერას

მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი მოელის, რომ შვედეთი და ფინეთი შეაჩერებენ ტერორიზმის მიმართ მხარდაჭერას

თურქეთი მოელის, რომ შვედეთი და ფინეთი შეაჩერებენ ტერორიზმისადმი მხარდაჭერას, რათა ანკარამ მათი ნატო-ში გაწევრიანების მიმართწინააღმდეგობა შეწყვიტოს,- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„თურქეთის შეშფოთებასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადაიდგას. მათ უნდა შეწყვიტონ ტერორიზმის მიმართ მხარდაჭერა“,-განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადები გააკეთეს. მათ ალიანსში გაწევრიანებისთვის ნატო-ს ყველა მოკავშირის მხარდაჭერა სჭირდებათ, თუმცა თურქეთი აცხადებს, რომ ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან ისინი იმ ორგანიზაციებს ეხმარებიან, რომლებიც თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევა, მათ შორის „ქურთისტანის მუშათა პარტიას“. ამასთან, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, მათ მიერ თურქეთისთვის, სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო, იარაღის ექსპორტზე დაწესებული ემბარგოა.