ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რითაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას, მათ შორის ჯანდაცვის ობიექტებზე თავდასხმებს გმობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რითაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას, მათ შორის ჯანდაცვის ობიექტებზე თავდასხმებს გმობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რითაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას, მათ შორის ჯანდაცვის ობიექტებზე თავდასხმებს გმობს.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 88 ქვეყანამ, წინააღმდეგ 12 სახელმწიფო წავიდა, 53-მა კი თავი შეიკავა.

რუსეთმა ასამბლეას რეზოლუციის საკუთარი ვერსია შესთავაზა, რომელშიც მისი როლი უკრაინის კრიზისში არ იყო ნახსენები და ის კენჭისყრის გზით უარყოფილ იქნა.

უკრაინის ელჩმა ევგენია ფილიპენკომ განაცხადა, რომ რეზოლუცია „ნათელ სიგნალს უგზავნის რუსეთის ფედერაციას: შეაჩერე ომი უკრაინის წინააღმდეგ, შეაჩერე თავდასხმები საავადმყოფოებზე“.

„ჯანმო-ს ასამბლეამ დაადასტურა, რომ უკრაინაში ჯანმრთელობის კრიზისზე პასუხისმგებლობა ეკისრება ექსკლუზიურად რუსეთის ფედერაციას“, - აღნიშნა ფილიპენკომ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 256 თავდასხმა დაფიქსირდა უკრაინის ჯანდაცვის დაწესებულებებზე, ტრანსპორტზე, პერსონალზე, პაციენტებზე, მარაგებსა თუ საწყობებზე.