უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დონბასში ბრძოლები მაქსიმალურ ინტენსივობას აღწევს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დონბასში ბრძოლები მაქსიმალურ ინტენსივობას აღწევს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბრძოლებმა დონბასში მაქსიმალურ ინტენსივობას მიაღწია.

მისი თქმით, რუსული მხარე, უკრაინის პოზიციებზე ერთდროულად რამდენიმე რაიონში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

"დღევანდელი მდგომარეობით, აგრესორი მთელს შეხების ხაზზე და დონეცკის ოპერატიული რეგიონის ჩვენი ძალების პოზიციებზე გაძლიერებულ დაბომბვებს ახორციელებს. მტერი ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს, ავიაციასა და არტილერიას იყენებს. სიტუაცია რთულია და არის ესკალაციის ნიშნები. მტერმა გამოიყენა ყველა რესურსი, რათა დაეპყრო ჩვენი ტერიტორია და ჩვენი ძალები ალყაში მოექცია. მტერი ჩვენს პოზიციებს სხვადასხვა წერტილში ერთდროულად უტევს. ჩვენ ბრძოლის ძალიან რთული და ხანგრძლივი ეტაპის წინაშე ვართ", - განაცხადა ანა მალიარმა.

მანამდე, დონბასის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის აღების მიზნით, 40-ზე მეტ დასახლებასა და სტრატეგიულ ქალაქებს თავს დაესხნენ.