ხარკოვზე რუსული ძალების თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა

ხარკოვის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლის, ნატალია პოპოვას მიერ გავრცელებული განახლებული ინფორმაციის მიხედვით, ხარკოვზე, დღეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.
"დაჭრილია 10 ადამიანი, დაჭრილთა შორის არის 1 ბავშვი. 5 ადამიანი გარდაიცვალა",- აცხადებს ის.
ამასთან, ხარკოვის რეგიონის მაღალჩინოსანმა მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, ხარკოვის გუბერნატორის ინფორმაციით, ხარკოვზე რუსული ძალების მიერ თავდასხმა განხორციელდა.

























