შოთა რეხვიაშვილმა ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

შოთა რეხვიაშვილმა ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტრო აპარატი ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით დილიდან ქალაქის ცენტრში მოწყობილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის თემატური სტენდებით და შემეცნებითი გამოფენებით, სპორტული აქტივობებით, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. ქალაქის ცენტრში შეკრებილთათვის ადგილობრივი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები კონცერტს მართავენ. 17 საათსა და 10 წუთზე მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ახალქალაქშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება. საღამოს დაგეგმილ კონცერტზე კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ნეკა სებისკვერაძე, ზუკა ხუციშვილი, ნატო გელაშვილი და გიორგი ჭოხონელიძე იმღერებენ. წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის მთავარი გზავნილია „ევროპისკენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.