გერმანიის კაცლერის განცხადებით, პუტინი მშვიდობის საკითხზე მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როდესაც მიხვდება, რომ უკრაინის თავდაცვის დარღვევა არ შეუძლია

გერმანიის კაცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის საკითხზე სერიოზულ მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როდესაც მიხვდება, რომ უკრაინის თავდაცვის დარღვევა არ შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
შოლცის თქმით, პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომში "ვერ გაიმარჯვებს" და მან სტრატეგიული მიზნების მიღწევაში უკვე კრახი განიცადა.
"ჩვენ უნდა ვაიძულოთ პუტინი გააცნობიეროს, რომ მის მიერ არ იქნება ნაკარნახევი მშვიდობა. უკრაინა ამას არ მიიღებს", - განაცხადა შოლცმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
ამასთან, შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანია რუსული ნავთობის გამოყენებას წლის ბოლომდე დაასრულებს და აღნიშნა, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შესამცირებლად ბევრს მუშაობს.

























