სევეროდონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქალაქი "მუდმივი დაბომბვის ქვეშ" არის

სევეროდონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქალაქი "მუდმივი დაბომბვის ქვეშ" არის

ალყაში მოქცეული ქალაქ სევეროდონეცკის ადგილობრივი სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქალაქი უკანასკნელი კვირანახევარია "მუდმივი დაბომბვის ქვეშ" არის,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, ბრძოლის შედეგად, ქალაქში საცხოვრებლების დაახლოებით 90% დაზიანდა.

ამასთან, ადგილობრივი ოფიციალური პირის თქმით, დაახლოებით 12-13 ათასი ადამიანი ჯერ კიდევ ქალაქში იმყოფება და ბევრი მათგანი თავს სარდაფებს აფარებს.