ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მოსკოვს კვლავ აქვს იმედი, რომ კიევზე კონტროლს მოიპოვებს

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მოსკოვს კვლავ აქვს იმედი, რომ კიევზე კონტროლს მოიპოვებს

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მოსკოვს კვლავ აქვს იმედი, რომ უკრაინის დედაქალაქზე კონტროლს მოიპოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დიპლომატებთან საუბრისას კლიჩკომ აღნიშნა, რომ საიდუმლო არ არის, რომ რუსეთის პრიორიტეტი მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდებაა.

"ყველას ესმის, ეს არ არის სპეცოპერაცია. ეს არის უკრაინელი ხალხის გენოციდი", - განაცხადა კლიჩკომ.

შეგახსენებთ, აპრილში, ათასობით რუსმა ჯარისკაცმა კიევი დატოვა მას შემდეგ, რაც სასტიკი წინააღმდეგობების ფონზე ქალაქის აღება ვერ მოახერხეს.