დონბასის სეპარატისტი ლიდერი „სამხედრო ოპერაციის“ დაჩქარებას ითხოვს

დონეცკის ოლქის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ლიდერი, დენის პუშილინი აცხადებს, რომ ჩრდილოეთის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია უნდა დაჩქარდეს.
მისი მტკიცებით, კიევმა რეგიონის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებს წყლის მიწოდება დაუბლოკა.
„ჩვენთვის ჩრდილოეთის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. წყალმომარაგების კუთხით მდგომარეობა მძიმეა ქალაქებში : დონეცკში, მაკიივკაში, გორლოვკაში. ეს გამოწვეულია იმით, რომ მტერმა პირველივე შესაძლებლობისთანავე შეწყვიტა წყალმომარაგება, იმის გათვალისწინებით, რომ სლავიანსკის მიმართულებით არის კიდევ ექვსი სახიფათო მონაკვეთი, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ოპერაცია“, - განაცხადა პუშილინმა.

























