საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ბათუმში, სლოგანით “ევროპისკენ” მიმდინარეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ბათუმში, სლოგანით “ევროპისკენ” მიმდინარეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ბათუმში, სლოგანით “ევროპისკენ” მიმდინარეობს.

დილიდან ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აჭარის სხვადასხვა მუნიციპლიტეტშიც გაიმართება.

ბათუმის ბულვარში სპორტული აქტივობები მოეწყობა. ევროპის მოედანზე ხელნაკეთი ნივთებისა და ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ასევე სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა გაიმართება. 15:00 საათზე საზეიმო მსვლელობა მოეწყობა აბაშიძის გამზირზე, ცენტრალური პარკიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. 17:10 საათზე შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი ევროპის მოედანზე. 12:00-22:00 საათამდე გაიმართება ბათუმელი ბენდის კონცერტი ევროპის მოედანზე.