ლუგანსკის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, თვითგამოცხადებულ ლუგანსკისა და დონეცკის "სახალხო რესპუბლიკებში" დაახლოებით 8 000 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფება

ლუგანსკის ოფიციალური წარმომადგენლის, როდიონ მიროშნიკის განცხადებით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ თვითგამოცხადებულ ლუგანსკისა და დონეცკის "სახალხო რესპუბლიკებში" დაახლოებით 8000 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
"ბევრი პატიმარია. რა თქმა უნდა, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე უფრო მეტია, მაგრამ საერთო რაოდენობა 8000-ს შეადგენს. ეს ბევრია და ფაქტობრივად, ყოველდღე ასობით ემატება", - განაცხადა მიროშნიკმა.

























