პრინცი ჩარლზი ბუქარესტში უკრაინელ ლტოლვილთა ცენტრში იმყოფებოდა

პრინცი ჩარლზი ბუქარესტში უკრაინელ ლტოლვილთა ცენტრში იმყოფებოდა

პრინცი ჩარლზი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში უკრაინელ ლტოლვილთა ცენტრს ეწვია.

როგორც მედია წერს, მასთან ერთად მისი უდიდებულესობა მარგარეტა იმყოფებოდა, რომელიც რუმინეთის გვირგვინის მეურვეა.

მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ისინი უკრაინელებს გაესაუბრნენ, რომლებიც ომის საშინელებებს გაექცნენ.

ცნობისთვის, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) მონაცემებით, რუმინეთმა 24 მაისის მდგომარეობით, 972,203 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.