ვაგნერის ჯგუფის ორ ბელარუს მებრძოლს კიევთან მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებენ

ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის ორ ბელარუს მებრძოლს კიევის მახლობლად, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებენ.
უკრაინის პროკურატურამ რვა მამაკაცის გვარი და ფოტო გამოაქვეყნა, რომლებიც ომის დანაშაულებისთვის, მათ შორის მკვლელობისა და წამებისთვის, იძებნებიან.
როგორც გამოცემა „გარდიანი“ იტყობინება, პროკურორების მიერ დასახელებული მებრძოლები სავარაუდოდ, სოფელ მოტიჟინის საბჭოს თავმჯდომარის ოლგა პეტრივნას, მისი ქმრისა და შვილის წამებასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ.
მედიის ცნობით, 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მხარდასაჭერად დაარსებულ ვაგნერს, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მჭიდროდ დაკავშირებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი აფინანსებს.

























