ვლადიმერ პუტინი რუს ჯარისკაცებზე - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დონბასის ხალხისა და შვილების გამო, რუსეთის გულისთვის - ყველა მათგანი გმირია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაჭრილი სამხედროები მოინახულა და მათ გმირები უწოდა.

შეხვედრა მოსკოვის მანდრიკას სამხედრო ჰოსპიტალში გაიმართა.

კრემლის ლიდერმა რუს ჯარისკაცებს ხელი ჩამოართვა და ერთ-ერთ მათგანს შვილის შესახებ ჰკითხა, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ "ის მამით იამაყებს".

"ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დონბასის ხალხისა და შვილების გამო, რუსეთის გულისთვის. ყველა მათგანი გმირია", - დასძინა პუტინმა.