ნაფტალი ბენეტი - მივესალმები ჩემი მეგობრის, ბაიდენის გადაწყვეტილებას დატოვოს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი თავის კანონიერ ადგილზე - უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში

ნაფტალი ბენეტი - მივესალმები ჩემი მეგობრის, ბაიდენის გადაწყვეტილებას დატოვოს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი თავის კანონიერ ადგილზე - უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანის რევოლუციური გვარდიის ტერორისტული სიიდან ამოღებას არ აპირებს.

ბენეტის თქმით, მას თეთრი სახლის ლიდერმა აცნობა, რომ ის არ მიიღებს ირანის მოთხოვნას, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის“ ტერორისტული სტატუსის გაუქმების შესახებ.

“მივესალმები აშშ-ს ადმინისტრაციის, ჩემი მეგობრის, პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას დატოვოს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი თავის კანონიერ ადგილზე - უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში”, - დასძინა ბენეტმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ბაიდენს მისი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პირველი პირი ისრაელის ნამდვილი მეგობარია, ირანთან დაკავშირებით კი მისი ეს გადაწყვეტილება მორალურად სწორია.

დასავლური მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შანსებს მძიმე დარტყმას მიაყენებს.