რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ მარიუპოლიდან უცხოური გემების უსაფრთხო გასვლის ხელშეწყობის მიზნით, საზღვაო კორიდორს მოაწყობს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მარიუპოლიდან უცხოური გემების უსაფრთხო გასვლის ხელშეწყობის მიზნით, საზღვაო კორიდორს მოაწყობს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-ში ვრცელდება.
რუსი ოფიციალური პირის თქმით, აღნიშნულ გზაზე ქვეყნის საზღვაო ძალებმა ნაღმების საფრთხე აღმოფხვრა.
რუსეთის თავდაცვის ეროვნული მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა, რომ 16 ქვეყნიდან 70-ზე მეტი უცხოური ხომალდი დაბლოკილია 6 პორტში - ხერსონში, მიკოლაევში, ჩერნომორსკში, ოჩაკოვში, ოდესასა და იუჟნიში.

























