მედია - ჩეხეთმა უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენები გადასცა

მედია - ჩეხეთმა უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენები გადასცა

ჩეხეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო ვერტმფრენები გადასცა, - ინფორმაციას The Wall Street Journal -ი ავრცელებს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ჩეხეთი, სლოვაკეთთან ერთად ახორციელებს უკრაინიდან ათობით ჯავშანტექნიკის შეკეთებას, რომლებსაც აღდგენის შემდეგ ბრძოლის ველზე დააბრუნებენ.

ამასთან, The Wall Street Journal -ი წერს, რომ უკრაინულმა მხარემ საბჭოთა წარმოების Mi-24 საბრძოლო ვერტმფრენები მიიღო.

ცნობისათვის, აპრილში ჩეხეთი გახდა ნატოს პირველი ქვეყანა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინას ტანკებს გადასცემდა.