BBC - გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 82% ტერიტორიის დათმობის წინააღმდეგია, თუნდაც ამან ომის გახანგრძლივება გამოიწვიოს

BBC - გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 82% ტერიტორიის დათმობის წინააღმდეგია, თუნდაც ამან ომის გახანგრძლივება გამოიწვიოს

უკრაინელების 82% თვლის, რომ მათმა ქვეყანამ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიები არ უნდა დაუთმოს. ინფორმაციას კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი მის მიერ ჩატარებულ ახალ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ტერიტორიულ დათმობებს, თუნდაც ამან ომის გახანგრძლივება გამოიწვიოს და უკრაინის დამოუკიდებლობისადმი საფრთხეები გაზარდოს.

გამოკითხული 2000 უკრაინელიდან მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ მათთვის უკრაინის ტერიტორიის დათმობა მშვიდობის მისაღწევად მისაღებია, ხოლო 8% ამ საკითხზე გადაუწყვეტელია. გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელების 77% მიწის ნებისმიერ დათმობას ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, ოფიციალური კიევი მუდმივად აცხადებს, რომ მოსკოვს საკუთარ ტერიტორიებს არ დაუთმობს.