რუსეთმა ლორდთა პალატის 154 წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის 154 წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა 154-მა ადამიანმა „პირდაპირი წვლილი შეიტანა ლონდონის ანტირუსული სანქციების შემუშავებაში“, რომელიც მიზნად ისახავს პირობების შექმნას რუსეთის პოლიტიკური იზოლაციისა და მისი ეკონომიკის განადგურების.
ცნობისთვის, გასულ თვეში რუსეთმა დიდი ბრიტანეთის "მტრული" პოზიციის გამო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და სხვა მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

























