მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთს შვედეთისა და ფინეთისგან წერილობითი გარანტიების მიღება სურს „ტერორისტების მხარდაჭერის შეწყვეტასთან“ დაკავშირებით

მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთს შვედეთისა და ფინეთისგან წერილობითი გარანტიების მიღება სურს „ტერორისტების მხარდაჭერის შეწყვეტასთან“ დაკავშირებით

თურქეთს შვედეთისა და ფინეთისგან წერილობითი გარანტიების მიღება სურს „ტერორისტების მხარდაჭერის შეწყვეტასთან“ დაკავშირებით. ეს ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, რათა ანკარა აღარ იყოს ამ ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი. ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.

„შვედეთმა და ფიდნეთმა უნდა შეწყვიტონ ტერორისტების მხარდაჭერა, ჩვენ მათგან წერილობითი შეთანხმება გვსურს კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. შვედეთსა და ფინეთს ჩვენთან დელეგაციების გამოგზავნა სურდათ და ჩვენმა პრეზიდენტმა აღნიშნული წინადადება მიიღო, თქვა რა, რომ ჩვენი პრიორიტეტი დიპლომატიაა“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ცნობით, ფინეთისა და შვედეთის დელეგაციები თურქეთში დღეს საღამოს ჩავლენ, ხვალ კი მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაიმართება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მომავალში კვლავ შეიძლება შედგეს მსგავსი შეხვედრა, თუმცა უკვე ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მონაწილეობით.