შვედეთისა და ფინეთის მაღალი რანგის დელეგაციები დღეს საღამოს თურქეთში მოლაპარაკებების გასამართად ჩავლენ

შვედეთისა და ფინეთის მაღალი რანგის დელეგაციები დღეს საღამოს თურქეთში მოლაპარაკებების გასამართად ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დელეგაციები შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავან. საუბრის მთავარი თემა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების სურვილია, რომელსაც ოფიციალური ანკარა ეწინააღმდეგება.
ცნობისთვის, თურქეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ არც ერთმა ქვეყანამ ვიზიტით თავი არ უნდა შეიწუხოს თურქეთის დასარწმუნებლად, რომ მათ ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. ნატო-ს ყველა წევრის მხარდაჭერის გარეშე შვედეთი და ფინეთი სამხედრო ალიანსს ვერ შეუერთდებიან.

























