თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 3 თვეში უკრაინაში 29 350 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 3 თვეში უკრაინაში 29 350 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 24 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 29 350 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 150 რუსი ჯარისკაცით მეტია.

მათივე ინფორმაციით, რუსული მხარის დანაკარგი ასევე მოიცავს 1302 ტანკს, 3194 ჯავშანმანქანას, 606 საარტილერო სისტემას, 201 სარაკეტო სისტემას, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 205 თვითმფრინავს, 170 ვერტმფრენს, 480 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატს, 112 ფრთოსან რაკეტას, 13 ერთეულ გემს/კატერს, 2213 საავტომობილო ტექნიკასა და საწვავის ავზს, 43 სპეცტექნიკას.