ჟურნალ TIME-ის 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში სამი უკრაინელი მოხვდა

ჟურნალ TIME-ის 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში სამი უკრაინელი მოხვდა - პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი; დარჩენილი ორი პირი კი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი და ონლაინ-გაზეთ „უკრაინსკა პრავდას“ მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაევაა.
სამივე პირი ლიდერებისა და ინოვატორების კატეგორიაში დასახელდნენ.

























