გუბერნატორი  - დონეცკში მძიმე ბრძოლები გრძელდება

გუბერნატორი  - დონეცკში მძიმე ბრძოლები გრძელდება

ქალაქ დონეცკში მძიმე ბრძოლები გრძელდება, სადაც ჯარისკაცები გამუდმებით დაბომბვის ქვეშ არიან , - ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლები ლუგანსკისა და ლიმანის მიმართულებით მძვინვარებს.

„რუსული ძალები ლიმანის დაკავებას ცდილობდნენ, რათა წინსვლა განაგრძონ სლოვიანსკსა და კრამატორსკში“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

კირილენკომ ვითარებას "რთული" უწოდა და დასძინა, რომ რუსული ძალები უკრაინულ ქალაქებზე კონტროლის დამყარების მცდელობისას მათ ანადგურებენ.

როგორც მედია წერს, ბევრმა მცხოვრებმა რეგიონი დატოვა, რადგან ბრძოლა გრძელდება, თუმცა გუბერნატორის ცნობით, დონეცკში არაუმეტეს 320 000 მაცხოვრებელი კვლავ რჩება.