ლიეტუვა რუსეთიდან ელჩს პირველი ივნისიდან გაიწვევს

ლიეტუვა რუსეთიდან ელჩს პირველი ივნისიდან გაიწვევს

ლიეტუვა, პრეზიდენტის ბრძანებულებით, საკუთარ ელჩს რუსეთიდან 1 ივნისიდან გაიწვევს. დიპლომატის შემცვლელი არ სახელდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, 4 აპრილს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ელჩს ქვეყნიდან მას შემდეგ აძევებს, რაც უკრაინამ რუსი სამხედროები ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში დაადანაშაულა.

ოფიციალური ვილნიუსი რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონის შემცირებას აპირებს.