დონეცკის ოლქში, ქალაქი ავდიივკას დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 20 სახლი და საბავშვო ბაღი

დონეცკის ოლქში, ქალაქი ავდიივკას დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 20 სახლი და საბავშვო ბაღი

დონეცკის ოლქში, ქალაქი ავდიივკა მუდმივი დაბომბვის ქვეშაა. დაბომბვის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, 20 სახლი და საბავშვო ბაღი კი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ავდიივკა მთელი ღამის განმავლობაში მტრის ცეცხლის ქვეშ იყო. საღამოს, რუსებმა ქალაქი არტილერიით დაბომბეს, სულ მცირე, 20 სახლი და საბავშვო ბაღი დაზიანდა. დილით რუსებმა ავიაიერიში ქალაქის ძველ უბანზე მიიტანეს. დღის განმავლობაში, სულ მცირე 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა“, - წერს დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პავლო კირილენკო „ტელეგრამში“.

როგორც ცნობილია, დონეცკის რეგიონის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამჟამად დაახლოებით 370 000 მცხოვრები რჩება, რაც მოსახლეობის 22%-ს შეადგენს.