პოლონეთი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით რუსეთთან 1993 წლიდან არსებულ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას წყვეტს

პოლონეთი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით რუსეთთან 1993 წლიდან არსებულ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას წყვეტს.
ამის შესახებ პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა ანნა მოსკვამ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი ადასტურებს ვარშავის სწრაფვას გახდეს რუსული გაზისგან დამოუკიდებელი.
„პოლონეთი არღვევს „იამალის“ სახელმწიფოთაშორის 1993 წლის შეთანხმებას გაზზე. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დაამტკიცა პოლონეთის ხელისუფლების განზრახვის სისწორე, გახდეს სრულიად დამოუკიდებელი რუსული გაზისგან. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ „გაზპრომი“ არ იყო საიმედო პარტნიორი“,- განაცხადა ანნა მოსკვამ.
ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ ეს ბუნებრივი ნაბიჯი იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა გადაწყვიტა პოლონეტისთის გაზის მიწოდება შეეწყვიტა.
„როდესაც რუსეთმა მოგვკვეთა ჩვენ მიწოდებისგან, შეთანხმების დე ფაქტო დარღვევით, პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი არსებითი პირობების დარღვევის გამო ის წყვეტს მოქმედებებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

























