დავოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი უკრაინისთვის „მარშალის გეგმის“ შემოღების მოწოდებით გამოდის

დავოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი უკრაინისთვის „მარშალის გეგმის“ შემოღების მოწოდებით გამოდის

დავოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბორგე ბრენდე უკრაინისთვის „მარშალის გეგმის“ შემოღების მოწოდებით გამოდის.

ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-სთან განაცხადა.

„სამშვიდობო შეთანხმების გარეშეც კი, რომელიც მოცემული მომენტისთვის ნაკლებსავარაუდოა, ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა რეკონსტრუქციაზე, სულ მცირე იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ გვჭირდება „მარშალის გეგმა“ უკრაინისთვის“,- განაცხადა ბრენდემ.

დავოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტის განმარტებით, საუბარი ეხება ინფრასტრუქტურას, ელექტროენერგიას, სკოლებს, გზებსა და ხიდებს.

როგორც ბრენდემ აღნიშნა, უკრაინისთვის „მარშალის გეგმის| ამოქმედების მოწოდებით დავოსში ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვა, რომელიც დღეს იწყება.

„ამ გეგმის განსახორციელებლად ჩვენ ასევე შევკრებთ კომპანიების ხელმძღვანელებს -ლოზუნგით „გენერალური დირექტორები უკრაინისთვის“. უკრაინის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს კერძო სექტორმა“,- განაცხადა ბორგე ბრენდემ.

მან ასევე განმარტა, რომ მიმდინარე წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე რუსული კომპანიები და პოლიტიკოსები მიწვეულები არ არიან.

„რუსეთი დაბრუნდება, თუ ისინი კვლავ დაიწყებენ საერთაშორისო სამართლის შესრულებას“,- განაცხადა მან.