საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ხარკოველმა მაშველებმა ნანგრევებიდან 150-ზე მეტი ცხედარი ამოიყვანეს

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ხარკოველმა მაშველებმა 98 ობიექტებზე ნანგრევები გაასუფთავებს. მათ ნანგრევებიდან 150 -ზე მეტი ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ანატოლი ტორიანიკმა განაცხადა.
„ოპერატიულ-სამაშველო სამუშაოების შედეგად ჩვენმა ქვედანაყოფებმა 250-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს“,- განაცხადა ანატოლი ტორიანიკმა.
მისივე განმარტებით, ხარკოვის ოლქში მასობრივი თავდასხმები განხორციელდა სევერნაია სალტოვკაზე, პიატიხატკიზე, ჟუკოვსკიზე, როგანსა და გორიზონტზე.

























