ჯო ბაიდენი მხარს უჭერს, რომ იაპონია გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი გახდეს

ჯო ბაიდენი მხარს უჭერს, რომ იაპონია გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი გახდეს

იაპონიის დიდი ხნის მიზანს, გახდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ძლიერი მხარდამჭერი, ჯო ბაიდენი, ჰყავს, - ინფორმაციას Japantimes-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ლიდერმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ტოკიოს მუდმივ წევრობას საბჭოში. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაიზარდა მოწოდებები გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეფორმის შესახებ, სადაც მუდმივი წევრები რუსეთი და ჩინეთი არიან.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენი აზიური ტურნეს ფარგლებში ტოკიოს სტუმრობს. მან დღეს შეხვედრა გამართა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან. ხვალ კი ე.წ. “ქუადის“ შეხვედრა გაიმართება, რომელშიც, ჯო ბაიდენისა და ფუმიო კიშიდას გარდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი და ავსტრალიის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, ენტონი ალბანეზიც მიიღებენ მონაწილეობას.