გაერო - მსოფლიოში იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა

გაერო - მსოფლიოში იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობამ მსოფლიოში 100 მილიონს გადააჭარბა.

“კონფლიქტის, ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და დევნის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს – 100 მილიონს გადააჭარბა, რაც გამოწვეულია უკრაინის ომისა და სხვა კონფლიქტებით”, - ნათქვამია გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ საგანგაშო რიცხვებმა ბიძგი უნდა მისცეს მსოფლიოს, დაასრულოს კონფლიქტები, რაც რეკორდული რაოდენობის მოქალაქეებს აიძულებს, საკუთარი სახლები დატოვონ.

გაერო ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რვა მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილდა, ექვს მილიონზე მეტი ლტოლვილი კი საზღვრებს გარეთ გავიდა.