ჟიტომირში, ქალაქ მალინზე რუსულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ჟიტომირში, ქალაქ მალინზე რუსულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა ჟიტომირის ოლქში, ქალაქ მალინზე, რუსული თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვიტერის" გვერდზე The Kyiv Independent-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჟიტომირის ოლქის გუბერნატორმა ვიტალი ბუნეჩკომ განაცხადა, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ნანგრევების გაწმენდა გრძელდება.