მარიუპოლის მერის განცხადებით, ქალაქიდან ადამიანები "ფილტრაციის ბანაკებში" გადაჰყავთ

მარიუპოლის მერის განცხადებით, ქალაქიდან ადამიანები "ფილტრაციის ბანაკებში" გადაჰყავთ

საპორტო ქალაქის მერის მრჩევლის თქმით, ადამიანები მარიუპოლიდან რუსეთის მიერ დაკავებულ სხვა ტერიტორიაზე უფრო და უფრო სწრაფად გადაჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პეტრო ანდრიუშენკომ "ტელეგრამში" დაწერა, რომ გუშინ, მარიუპოლიდან 313 ადგილობრივი, რუსეთის მიერ კონტროლირებად ბეზიმენეში, "ფილტრაციის ბანაკში" წაიყვანეს. მათგან, 55 ბავშვი იყო.

ანდრიუშენკომ განაცხადა, რომ ბანაკებში გადაყვანილთაგან ბევრი მოგვიანებით უშუალოდ რუსეთში გაგზავნეს.

ცნობისთვის, მარიუპოლი ახლა რუსეთის სრული კონტროლის ქვეშა, მას შემდეგ, რაც მისმა მცველებმა ქალაქი რამდენიმე დღის წინ დატოვეს.