დავოსის ეკონომიკური ფორუმი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვით გაიხსნება

შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვით გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს დაიწყება ოთხდღიანი ფორუმი, სადაც ბიზნეს ლიდერების დღის წესრიგის მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთ-უკრაინის ომი იქნება.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ ფორუმზე არ არიან რუსული ინსტიტუტები, ისევე როგორც მისი პოლიტიკოსები, აღმასრულებლები და ა.შ.

























