ვოლოდიმირ ზელენსკი რადას კანონპროექტს წარუდგენს, რომელიც პოლონეთის მოქალაქეებისთვის განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს ითვალისწინებს

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლის ოლგა სოვგირის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტში წარადგენს კანონპროექტს პოლონელების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ უკრაინაში. ამის შესახებ მან „ტელეგრამში“ დაწერა.
„უკრაინის პრეზიდენტმა დააანონსა პარლამენტში უახლოეს პერიოდში კანონპროექტის ინიცირება პოლონეთის მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული უფლებრივი სტატუსის შესახებ“, - აცხადებს სოვგირი.
მას კანონპროექტის დეტალების შესახებ არაფერი უთქვამს.
ცნობისთვის, უკრაინაში პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ვიზიტით იმყოფება.

























