რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ​ერთ-ერთ სოფელზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ​ერთ-ერთ სოფელზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსმა სამხედროებმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის ვილნიანსკის რაიონის სოფელზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს.

არსებული ცნობებით, არის მსხვერპლი. ჯერჯერობით დაშავებულთა რაოდენობა უცნობია.

„22 მაისს, 02:44 საათზე, რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ოლქის ვილნიანსკის რაიონის სოფელში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით რაკეტები გაუშვეს“, - დაწერა რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციამ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.