ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განაცხადებით, რუსეთმა მთელი თავისი ძალები ლუგანსკის ოლქის დაკავების მიზნით გადაისროლა, უკრაინის კონტროლის ქვეშ ტერიტორიის 10%-ია

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განაცხადებით, რუსეთმა მთელი თავისი ძალები ლუგანსკის ოლქის დაკავების მიზნით გადაისროლა, უკრაინის კონტროლის ქვეშ ტერიტორიის 10%-ია

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია, რუსეთმა მთელი ძალები ამ მიმართულებით გადაისროლა, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

„ახლა უკრაინის კონტროლის ქვეშ ლუგანსკის ოლქის 10%-მდე რჩება. ცალსახად იმის თქმა, სად არის უფრო რთული სიტუაცია, შეუძლებელია, რადგან ოლქის მთელი ტერიტორიის დაბომბვა ხდება. სრულიად მთელი ტერიტორიის, გამონაკლისის გარეშე“, - აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, ახლა ოკუპანტები ანადგურებენ სევეროდონეცკს ისე, როგორც მანამდე მარიუპოლს. მისი თქმით, რთული მიმართულებებია ზოლოტოე, პოპასნაია და რუს ოკუპანტებს ლისიჩანსკ-ბახმუტის საავტომობილო გზის გარღვევაც სურთ.

ამასთან, გუბერნატორმა უარყო ინფორმაცია, რომ სევეროდონეცკში ბრძოლები მიმდინარეობს.