გერმანია უკრაინას ივლისში Gepard-ის პირველ 15 ტანკს გადასცემს

გერმანია უკრაინას ივლისში Gepard-ის პირველ 15 ტანკს გადასცემს

გერმანია უკრაინას ივლისში Gepard-ის პირველ 15 ტანკს გადასცემს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა დაადასტურა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა ამ მიწოდებაზე თანხმობა თავის უკრაინელ კოლეგასთან, ალექსი რეზნიკოვთან საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, გასულ თვეს გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღებას პირველად მიაწვდიდა, კერძოდ Gepard-ის საჰაერო თავდაცვის ტანკებს.

გარდა ამისა, ოფიციალურმა ბერლინმა პირობა დადო, რომ კიევს შვიდ თვითმავალ ჰაუბიცებს გადასცემდა, რომლების გამოსაყენებლადაც გერმანიამ უკრაინელი სამხედროების წვრთნა უკვე დაიწყო.