ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სევეროდონეცკში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სკოლას, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სევეროდონეცკში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სკოლას, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს

ლუგანსკის რეგიონში, სევეროდონეცკში რუსმა სამხედროებმა სკოლას ცეცხლი გაუხსნეს, რომელსაც თავს 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორი ბავშვები აფარებდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ტელეგრამზე“ ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, სამი ადამიანი გარდაიცვალა და პოლიცია დანარჩენებს სხვა თავშესაფრისკენ გადაადგილებაში ეხმარება.

მისივე ცნობით ლუგანსკში 11 000 სახლი, რომელთაგან 3 000 მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლია, ნაწილობრივ ან სრულად განადგურებულია.