„როსნეფტის“ ინფორმაციით, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრედერმა და გერმანელმა ბიზნესმენმა მათიას ვარნიგმა მათ აცნობეს, რომ დირექტორთა საბჭოში ვეღარ დარჩებიან

„როსნეფტის“ ინფორმაციით, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრედერმა და გერმანელმა ბიზნესმენმა მათიას ვარნიგმა მათ აცნობეს, რომ დირექტორთა საბჭოში ვეღარ დარჩებიან

რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტმა“ განაცხადა, რომ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრედერმა და გერმანელმა ბიზნესმენმა მათიას ვარნიგმა, რომელიც გაზსადენ Nordstream 2-ის პროექტის აღმასრულებელი დირექტორია, მათ აცნობეს, რომ ისინი ვეღარ გააგრძელებდნენ დირექტორთა საბჭოში მოღვაწეობას.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპარლამენტმა შრედერის „შავ სიაში" შეყვანა მოითხოვა თუ ის „როსნეფტის“ საბჭოს არ დატოვებდა.

განცხადებაში „როსნეფტმა“ დასძინა, რომ იგი თანაუგრძნობს შრედერისა და ვარნიგის გადაწყვეტილებას და მათ "მუდმივი მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა.