პრორუსმა ჰაკერებმა იტალიის ინსტიტუტებსა და სამინისტროებზე შეტევა განახორციელეს

პრორუსმა ჰაკერებმა იტალიის ინსტიტუტებსა და სამინისტროებზე შეტევა განახორციელეს

პრორუსმა ჰაკერებმა იტალიის სხვადასხვა ინსტიტუტსა და სამინისტროზე თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმა წუხელ განხორციელდა, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე წვდომა ჯერ კიდევ შეუძლებელია.

იტალიის კიბერუსაფრთხოების ჯგუფის, Yarix-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ჰაკერული ჯგუფი Killnet-ი.

ცნობისათვის, იტალიაში მსგავსი თავდასხმა 11 მაისს მოხდა, გასულ კვირას კი პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ტურინში, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბოლო ეტაპებზე კიბერშეტევა აღკვეთეს. პოლიციამ ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა Killnet-სა და მის ფილიალს, Legion-ს დააკისრა.