მეტეხი-ქვემო გომი-ნათლისმცემლის ეკლესიის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

მეტეხი-ქვემო გომი-ნათლისმცემლის ეკლესიის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეტეხი-ქვემო გომი-ნათლისმცემლის ეკლესიის საავტომობილო გზის 3.3 კმ-იანი (კმ5,7-კმ9) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. უკვე რეაბილიტირებული მეტეხი-ქვემო გომი-ნათლისმცემლის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე სოფელ ქვემო გომიდან იწყება და იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის მიერთებაზე მთავრდება.

„პროექტის შესაბამისად, გზის საფარის განახლება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა განხორციელდა. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა, მიმმართველი ბოძკინტების დაყენება და სავალი ნაწილის მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2.5 მლნ ლარამდეა.

აღსანიშნავია, რომ ამ გზაზე, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე 5.7 კმ-იანი მონაკვეთი რეაბილიტირდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.