აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე რუს კოლეგას რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ტელეფონით პირველად ესაუბრა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე რუს კოლეგას რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ტელეფონით პირველად ესაუბრა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი რუს კოლეგას, გენერალ ვალერი გერასიმოვს ტელეფონით ესაუბრა. ეს ორი სამხედრო ლიდერის პირველი საუბარია მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ინფორმაციას CNN-ი აქვეყნებს.

”სამხედრო ლიდერებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რამდენიმე შემაშფოთებელი საკითხი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ კომუნიკაციის ხაზები ღია იქნება”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ექვსი დღის წინ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თავის რუს კოლეგასთან, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ისაუბრა, რაც მათ შორის ასევე პირველი კომუნიკაცია იყო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.