ზუგდიდში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ ბულვართან სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ.
მათი თქმით, ნიკა გვარამიასთან ერთად ისინი მხარდაჭერას უცხადებენ კრიტიკულ მედიას.
,,ჩვენ დღეს აქ მოვედით იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ ნიკა გვარამიას დაკავება, ეს არ არის მხოლოდ ნიკა გვარამიას დაკავება, პიროვნულად ნიკას [გვარამია] არ ეხება ეს ამბავი, ჩვენ ვნახეთ როგორ ებრძვის „ქართული ოცნება“ კრიტიკულ მედიებს, რაც ძალიან დაუშვებელი ფაქტია, არ უნდა ხდებოდეს ეს იმ ქვეყანაში, რომელი ქვეყანაც ავსებს ევროკავშირში მისაღებ კითხვარს, არ უნდა გვყავდეს ციხეში პოლიტპატიმრები, არ უნდა ვდევნიდეთ კრიტიკულ მედიას და თავისუფალ სიტყვას ამ ქვეყანაში'', - განაცხადა პარტია "დროას" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ სიჭინავამ.
ზუგდიდში "მთავარი არხის" დამფუძნებელის ნიკა გვარამიას მხარდასაჭერი აქცია რამდენიმე დღის წინ, მედიის წარმომადგენლებმაც გამართეს.

























